Wednesday, December 21, 2011

სვანი



თეთრის სიყვარული მთას შეჰყვარებოდა,

ცის სიყვარული კლდეს შეჰყვარებოდა,

სიმაღლის სიყვარული სულს შეჰყვარებოდა,

სიცოცხლის სიყვარული სვანს შეჰყვარებოდა..



ზეცად აწვდენილი, მთა-გორას აჭედილი,

ნისლში გახვეული , ეს ის სვანეთია..

ჩემს სულს შემოჭრილი, გულში ჩატყორცნილი,

ველად გადაჭრილი, სისხლით ნავლებია...



აქ ხომ კლდის წვერით ნათდება ზეცა,

აქ ხომ მზეს მთვარე უსწორებს ზეწარს,

ჰორიზონტს ჩანან კოშკები წყებად,

ზღაპარს გვიამბობს ენგური ლექსად..



მე ვარ ამაყი და თითქოს მთვრალი,

ამ სიდიადის შემყურე სვანი..

ზეციდან ისმის ანგელოზთ ქნარი,

დღეგრძელი იყოს სვანების გვარი...



ე.ფანგანი 26.11.2011. თბილისი

Tuesday, December 20, 2011

* * *


შენს სიყვარულში გავლენ დღეები,

ზამთარიც მოვა და მეც ვბერდები..

თითქოს იდუმალ გრძნობების სიომ

გადაიქროლა ყველა ბაღები.


მიყვარდი ძლიერ, ეხლაც მიყვარხარ

და მეყვარები ,ალბათ, მარად ჟამს,

თუმცა ქრებიან ის იალქნები

მაძახებინებს,რაც კი "მარაბდას"!


დროს ეს ჩვევია, ულმობელია,

ყიჟინით თელავს ყველაფერს, ყველას..

ვერც რამ გრძნობები, ვერც სალბუნები

აღუდგებიან ვერასდროს, ვერა..


მიყვარდი ძლიერ, ეხლაც მიყვარხარ

და მეყვარები კიდევ ათას წელს,

მაგრამ მე მაინც დავიკარგები,

ცაში გავყვები ღრუბელთ სავარძლებს..



  ე.ფანგანი    15.11.2011  თბილისი