Saturday, February 11, 2012

სულის მუსიკა


მესმის მუსიკა, შორიდან მესმის..
ნოტები სცდება ჩემს წარმოსახვებს,
ფიქრებს მიფანტავს და ანთებს სანთლებს
შემოღამების ჩუმი სავანე.
დაბნელდა ისევ, ქარი ქრის ისევ,
გათეთრდა მთვარე, აცივდა კიდეც,
გამოტიტვლებულ, გაყინულ ხეებს
შემოხვევიათ დუმილის კლიტე..
მუსიკა მესმის, შორი გზით მოდის,
გადმოიარა ყველა საზღვრები,
არ შეუშინდა არც რამე ყინვებს,
გადაუმტვრია ჯებირი ხიდებს..
ზამთარში იცის ,გამიგონია,
სევდა-კაეშნის პოლფონია,
ყველა აკორდი გარითმულია,
სამყარო სმენით გარინდულია,
ყინვის დედოფლის ფაფუკი თმების
შევერცხლისფრებაც გამიგონია...
... და მეც ხომ ვუსმენ სულის მუსიკას,
შორიდან მოსულს, გზაში გაყინულს,
თუმც აგიზგიზებს მაინც ის ჩემს გულს,
ცეკვის ჩააბამს ჰანგებით ფერხულს.
არ ვუშინდები მტაცებელ ზამთარს,
სანამ მუსიკა ჩემი ხვედრია,
დამშაქრავს ისე, როგორც ტკბილ ბადაგს..
სანამ ეს ლექსი დამიწერია..
20.12.2011

1 comment:

  1. eee es shen camikitxe telze da mashinac dzalian momecona!!!!!!!

    ReplyDelete