Tuesday, February 21, 2012

გუშინ საღამოს


გუშინ საღამოს ლექსი დავწერე..

შენზე ვფიქრობდი სულით იმ წუთას,

კარი გავუღე, გულში ჩავიკარ,

გზით დაბრუნებულ, დაკარგულ მუზას..



გუშინ საღამოს ლექსი დავწერე,

ისევ ვფიქრობდი, ისევ ვნატრობდი,

არ დაბრუნდება ნეტავ ის ყრმობა?

სიშლეგით ჩადენილ ქცევათა წყობა?



გუშინ საღამოს ლექსი დავწერე..

ისევ ვფეთქავდი, ისევ ვტიროდი,

გუშინ საღამოს ლექსი დავწერე,

სადღაც, სხვა დროში მენატრებოდი..



ე.ფანგანი 17.11.2011 თბილისი

Saturday, February 11, 2012

სულის მუსიკა


მესმის მუსიკა, შორიდან მესმის..
ნოტები სცდება ჩემს წარმოსახვებს,
ფიქრებს მიფანტავს და ანთებს სანთლებს
შემოღამების ჩუმი სავანე.
დაბნელდა ისევ, ქარი ქრის ისევ,
გათეთრდა მთვარე, აცივდა კიდეც,
გამოტიტვლებულ, გაყინულ ხეებს
შემოხვევიათ დუმილის კლიტე..
მუსიკა მესმის, შორი გზით მოდის,
გადმოიარა ყველა საზღვრები,
არ შეუშინდა არც რამე ყინვებს,
გადაუმტვრია ჯებირი ხიდებს..
ზამთარში იცის ,გამიგონია,
სევდა-კაეშნის პოლფონია,
ყველა აკორდი გარითმულია,
სამყარო სმენით გარინდულია,
ყინვის დედოფლის ფაფუკი თმების
შევერცხლისფრებაც გამიგონია...
... და მეც ხომ ვუსმენ სულის მუსიკას,
შორიდან მოსულს, გზაში გაყინულს,
თუმც აგიზგიზებს მაინც ის ჩემს გულს,
ცეკვის ჩააბამს ჰანგებით ფერხულს.
არ ვუშინდები მტაცებელ ზამთარს,
სანამ მუსიკა ჩემი ხვედრია,
დამშაქრავს ისე, როგორც ტკბილ ბადაგს..
სანამ ეს ლექსი დამიწერია..
20.12.2011